aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ეკონომიკა: მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბიჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსმა აკაკი გელაშვილმა განუცხადა. „არსებული სიტუაცია, პირველ რიგში, სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად, ქართულ ფასიან ქაღალდებზეც აისახა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი აგვისტოს მოვლენების შემდეგ 27 პროცენტით დაეცა და 12.5 დოლარი შეადგინა ლონდონის ბირჟაზე. რაც შეეხება ევროობლიგაციებს. „საქართველოს რკინიგზის“ ობლიგაციების ფასი 9 პროცენტით დაეცა, ხოლო საქართველოს სუვერენული ობლიგაციებისა - 6 პროცენტით“, - აღნიშნა მან.



გელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა იზრდება, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის და საქართველოს „სერიოზული საფრთხე“ არ ემუქრება. „იმ შემთხვევაში, თუ არსებული კრიზისი მსოფლიო ბაზრებზე დიდხანს გაგრძელდება, რისი ალბათობაც საკმაოდ დაბალია, მაშინ ეს, ცხადია, საქართველოზეც აისახება. ინვესტორთა უმრავლესობა თავს შეიკავებს ინვესტირებისაგან მანამ, სანამ მსოფლიოში სიტუაცია არ სტაბილიზირდება“, - განაცხადა ექსპერტმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3615.html
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:51 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 აპრილი 2024
  • English Georgian