aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 საზოგადოება: „თბილისის მიკროავტობუსი“: ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა არ გაძვირდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უარყოფს გავრცელებეულ ინფორმაციას იმაზე, რომ, თითქოს-და, ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის ღირებულება 1 ლარამდე გაძვირდება. „აღნიშნული ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ფასის დადგენა კომპანიის პრეროგატივაა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ კომპანიაში.



მათი თქმით, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრს არ გადააჭარბებს. ასევე არ შეიცვლება მგზავრობის ღირებულება იმ სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც ამ ეტაპზე 40, 50 და 60 თეთრი ღირს.


როგორც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, ინფორმაციას მარშრუტკებში მგზავრობის ღირებულების სავარაუდო გაზრდის შესახებ მიკროავტობუსების მძღოლები ავრცელებენ. მათი თქმით, ახალ სამარშრუტო ტაქსებში მუშაობა არამოგებიანია, რადგან შემოსავლები ძლივს ფარავს ხარჯებს.


„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ სამარშრუტო ბიზნესი კერძოა და, შესაბამისად, ისინი საკუთარი თავისგან ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“, რომელმაც თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლება 20 წლის ვადით მიიღო, კომენტარებზე კატეგორიულ უარს ამბობენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3420.html
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 22:20 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: „თბილისის მიკროავტობუსი“: ახალი წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა არ გაძვირდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian