aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 საზოგადოება: სააკაშვილი: „ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში საკუთარ ვენახში იმ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც ტექნიკურ სპეციალობებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ სტუდენტებმა აირჩიეს პროფესიები, რომლებშიც სპეციალისტები ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.



„ახალგაზრდობისთვის უმუშევრობა პრობლემა არ უნდა წარმოადგენდეს, მთავარია, რომ პროფესიას ფლობდეთ“, - აღნიშნა მან.


მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უცხოური ენებისა და კომპიუტერის ფლობის მნიშვნელოვნობას, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას. პრეზიდენტის თქმით, იგი ყოველთვის მოუწოდებს ახალგაზრდობას, 1-2 წლით გაემგზავროს საზღვარგარეთ და იქაურ კულტურას გაეცნოს.


„მე არ მეშინია, რომ ქართველები იქ დარჩებიან“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.


შეხვედრის დასასრულ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.


პრეზიდენტმა სტუდენტები და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი არაფორმალურ გარემოებაში მიიღო და მათთან ერთად მწვადები მოამზადა. ხოლო ვენახი, სადაც შეხვედრა ჩატარდა, ნახევარ ჰექტარზეა განლაგებული და მიხეილ სააკაშვილმა იგი დაახლოებით 3 თვის წინ 30 000 ლარად შეიძინა და მანდ 60 კვადრატული მეტრის სახლს აშენებს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3414.html
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:28 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: სააკაშვილი: „ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian