aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 პოლიტიკა: სააკაშვილი: საერთაშორისო პოლიტიკის ფოკუსი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გადაადგილდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „მულტიმედია დღეს“ და ტელეარხ „უკრაინის“ ჟურნალისტებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მეათე წლისთავთან დაკავშირებით.



„თქვენს შეკითხვაზე, თუ სად ვიყავი, გპასუხობთ - მე მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი და ამ ყველაფერს ტელევიზორით ჩემს კაბინეტში ვუყურებდი. მაგრამ მე ნიუ-იორკთან პირადი მოგონებებიც მაკავშირებს, მე ხომ იმ ქალაქის მერიაში ვიქორწინე, რომელიც აღარ არის. სწორედ ის ადგილი, სადაც ცოლთან ხელი მოვაწერეთ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ერთად დაიწვა. მე ხშირად ვსტუმრობდი იმ ცენტრს და, ბუნებრივია, ყველაფერი ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მსოფლიო ამ მოვლენის შემდეგ ძალიან შეიცვალა და, რაღაც მხრივ, არა უკეთესობისკენ. საერთაშორისო პოლიტიკის ფოკუსი გადაადგილდა და აშშ-მ იმ მოდელისაგან განსხვავებულად დაიწყო მოქცევა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლითა და ცივი ომის დასასრულით იყო მოცემული.


მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია, ამბობს პრეზიდენტი, „ნიუ-იორკის ბირჟაზე მოვლენები მომენტალურად ახდენს ზეგავლენას უკრაინაზეც, სინგაპურზეც, რუსულ ეკონომიკაზე“. ამავე დროს, მისი თქმით, ხანდახან ვიღაც ძალიან სერიოზულად გამოდის მსოფლიო კონტექსტიდან.


„ჰელსინკის შეთანხმებების შემდეგ, მას მერე, რაც მე-20 საუკუნეში ყველა საზღვრების დაურღვევლობაზე შეთანხმდა, ყველა საერთაშორისო აქტის შემდეგ - მე კარგად ვიცი ეს, კიევში საერთაშორისო სამართალს ვსწავლობდი - ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ პატარა ქვეყანა ისევეა დაცული, როგორც დიდი. ვერავინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში დიდი ქვეყანა პატარას დაესხმებოდა თავს და ძალის გამოყენებით მისი საზღვრების შეცვლას შეეცდებოდა“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


„მე მეგონა, რომ ეს დიდი ხანია, რაც წარსულში დარჩა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და რომ ასეთ მცდელობებს ადგილი ექნება. თუმცა, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - სწორედ იმიტომ, რომ ეს კონტექსტიდან ამოვარდნაა. ასეთი მოვლენები ან შეწყდება, ან მსოფლიო უფსკრულისკენ მიემართება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3410.html
განათავსა - Drakula | 12 სექ. 2011, 21:25 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: საერთაშორისო პოლიტიკის ფოკუსი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გადაადგილდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 აპრილი 2024
  • English Georgian