aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეს საინტერესოა: ბერლინში ემოციური „მომავალის ტელეფონი“ შექმნეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
შემმუშავებელმა ბერლინის ხელოვნებათა უნივერსიტეტიდან ფაბიან ხემერტმა წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელსაც აბონენტთა შორის არსებულ ათას კილომეტრზე ჩახუტებებისა და კოცნების გადაცემის უნარი აქვს, წერს New Scientist. ასეთი სპარტფონის პროტოტიპი პირველად უჩვენეს პუბლიკას ტექნოლოგიურ კონფერენცია Mobile HCI-ზე, რომელიც გასულ კვირას სტოკჰოლმში ჩატარდა.



„მობილური ტელეფონები პრაქტიკულად არ იყენებს ადამიანის შესაძლებლობას, რომელიც რაიმის ფიზიკურად შეგრძნებას გულისხმობს“, - განაცხადა ხემერტმა პრეზენტაციაზე. „ისინი შესანიშნავია, თუ საუბარია შეტყობინებების, ვიდეოს ან „ხმის“ გაცვლაზე, მაგრამ ისინი თანამოსაუბრის სიახლოვის შეგრძნებას არ გვაძლევს“, - თქვა მეცნიერმა.


ასეთი ტელეფონების მთავარი ტექნოლოგიური საიდუმლოა „ძალის სენსორები“, რომლებიც მოწყობილობის გვერდებზეა დაყენებული. იმის მიხედვით, თუ როგორი სახის შეგრძნების გადაცემაა აუცილებელი თანამოსაუბრისთვის, სენსორები შესაბამის სიგნალებს უგზავნიან „სამაჯურს“, რომლის ხელზეც გაკეთება არის საჭირო იმისათვის, რომ, მაგალითად, ჩახუტება იგრძნო. ამას გარდა, მომავლის ტელეფონებს ჰაერზე ზემოქმედების შედეგად თანამოსაუბრის „სუნთქვის“, ასევე კოცნის გადაცემა შეუძლია. შეგრძნების დამაჯერებლობისთვის მოწყობილობა სპეციალური „სველი“ სენსორით აღჭურვეს, რომელიც „აღბეჭდავს“ კოცნას „მიმღების“ ლოყაზე ან ტუჩებზე პირველი აბონენტის მიერ გაგზავნილი „სისველის“ ხარისხის შესაბამისად.


მიუხედავად იმისა, რომ ხემერტის შემუშავებამ კონფერენციის მონაწილეები დააინტერესა, მისი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ამგვარი ტელეფონები უახლოეს მომავალში თავისუფალ გაყიდვაში არ გამოჩნდება. ზოგიერთი მათგანი მეცნიერის იდეას უწოდებენ „გამოგონებად“ – „მოუხერხებლად, მომაცდუნებლად“ და „საზიზღრადაც“ კი. თუმცა ხემერტი გუნებას არ იფუჭევს და აცხადებს, რომ „ესეც კარგი შედეგია“.


„მთავარია, რომ ამით დაიწყება განხილვა იმისა, თუ როგორი გვსურს გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა მომავალში“, - მიაჩნია მას.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3403.html
განათავსა - Drakula | 11 სექ. 2011, 20:38 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ბერლინში ემოციური „მომავალის ტელეფონი“ შექმნეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 30 აპრილი 2024
  • English Georgian