aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეები ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს მოსახლეობა კვლავინდებურად ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებს უპირატესობას. გამოკითხვის შედეგებით, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან ონლაინ-ტრანზაქციები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ნაღდი ფული ჯერ კიდევ რჩება პოპულარულ გადახდის საშუალებად მოსახლეობას შორის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში მიმოქცევაში 1 539 990 ლარი, ხოლო 2007 წლის ივლისში - 1 039 840 იყო.



საშუალო შემოსავლის მქონე თბილისელის საფულეში დღეში 20 ლარი დევს. უმრავლესობა არასდროს ამბობს უარს ხურდა ფულზე. ამასთან ერთად, ხურდა ფოლის ქონა უფრო უყვართ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.


ბოლო წლებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებით შეიძლება. ერთი თვის წინ მგზავრობის გადახდა სპეციალური ბარათებით მიკროავტობუსებშიც გახდა შესაძლებელი. გამოკითხულთა 60%-ის აზრით, ეს ხურდა ფულის გამოყენებას შეამცირებს.


ბოლო წლებში გაცემული პლასტიკური ბარათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წლის ივლისში პლასტიკური ბარათების რიცხვმა 252 967 შეადგინა, მათგან 102 661 მოქმედია. 2011 წლის ივლისში ბარათების რაოდენობამ 291 702 შეადგინა, მათგან 120 168 მოქმედია. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ნაღდი ფულით გადახდას ამჯობინებს. ისინი აცხადებს, რომ მათთვის პლასტიკური ბარათებით გადახდა მოუხერხებელია.


„დარწმუნებული არა ვარ, რომ ყველა მაღაზიაში, სადაც საყიდლებისთვის მივდივარ, საბანკო ტერმინალი იქნება. ამიტომ, ზედმეტი პრობლემები რომ არ მქონდეს, ნაღდი ფული დამაქვს“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3370.html
განათავსა - Drakula | 08 სექ. 2011, 19:32 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეები ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2024
  • English Georgian