aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 1 აგვისტოსთვის 5 მილიარდი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის 1 აგვისტოსთვის საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი. ეს ივლისის მაჩვენებელზე 10.1 მლნ ლარით, ანუ 0.2%-ით მეტია.



სებ-ის მონაცემებით, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 67.7% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2.4%-ით ნაკლებია.

საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა ვადიან დეპოზიტებზე 8.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტენზე - 11.7 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.8 პროცენტი.


უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების წილმა 74.2 პროცენტი, ხოლო ევროში განთავსებულებისა - 19.7 პროცენტი შეადგინა.


ანაბრების მიხედვით განაკვეთები ბანკის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, TBC-ბანკში განაკვეთი ვადიან ანაბარზე 24 თვის ვადით ეროვნულ ვალუტაში 13%-ს შეადგენს. საქართველოს ბანკში განაკვეთი ანაბარზე იმავე პარამეტრებით - ასევე 13%-ია, მაგრამ 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ბანკი ატარებს აქციას, რომლის მსვლელობაშიც ყველა ახალ კლიენტს, რომელიც ვადიანი ანაბრით ისარგებლებს, დაემატება 1%. ლიბერთი ბანკი ვადიან ანაბარს 15.5%-იანი განაკვეთით სთავაზობს. ამავე დროს, ბანკები დამატებით მომსახურებებს სთავაზობენ, როგორიცაა დაბალპროცენტიანი კრედიტები ვადიანი ანაბრების მფლობელებისათვის.


აშშ დოლარებში განაკვეთები ზემოაღნიშნულ ანაბარზე ზემოჩამოთვლილ ბანკებში შეადგენს: TBC-ბანკი - 9.00%, საქართველოს ბანკი - 9.00%+1%, ლივერთი ბანკი - 10.50%.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3363.html
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:49 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 1 აგვისტოსთვის 5 მილიარდი შეადგინა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian