aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ეკონომიკა: გვასალია: HSBC-ის წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მსოფლიო საბანკო გიგანტის - HSBC-ის საქართველოდან წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა, აცხადებენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში.



საქართველოდან თავისი წასვლის მიზეზად უმსხვილესმა ბრიტანულმა საბანკო ჯგუფმა გლობალური სტრატეგია დაასახელა. საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ იმისათვის, რომ HSBC საქართველოში სერიოზული ბანკი გამხდარიყო, მას სერიოზული კონკურენცია უნდა გაეწია ძირითადი მოთამაშეებისათვის ადგილობრივ ბაზარზე, ამისათვის კი დიდი კაპიტალდაბანდებებია საჭირო.


გვასალიას თქმით, შესაძლოა ბანკი მიხვდა, რომ საქართველოში ასეთი კონკურენციის გაწევა მისთვის რთული იქნებოდა. ამასთან, მას მიაჩნია, რომ HSBC-ის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი საინვესტიციო გარემო გვაქვს, ვინაიდან გლობალური სტრატეგიის გამო იგი პოლონეთიდანაც მიდის.


საინვესტიციო კომპანია „კავკასუს ფაინეიშელის“ ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ HSBC-ის წასვლა ქართულ საბანკო სექტორს ზიანს მიუყენებს. მან აღნიშნა, რომ ბანკი მხოლოდ რამდენიმე კორპორატიულ კლიენტს ემსახურებოდა. თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი ბაზარზე დარჩებოდა.


2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში HSBC-ის მოგებამ 2 200 ათასი ლარი შეადგინა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3361.html
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:47 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გვასალია: HSBC-ის წასვლით ქართულმა საბანკო სექტორმა არაფერი დაკარგა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 06 მაისი 2024
  • English Georgian