| პოლიტიკა: იაპონია თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძვლად აშშ-სთან კავშირს მიიჩნევს | | მსოფლიოს ამბები | |
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა უფროსმა კოიტირო გემბამ განაცხადა, რომ აშშ-სთან კავშირი იაპონიის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. მან ასეთ პოზიციას ხაზი გაუსვა დღეს, 7 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან სატელეფონო საუბრის დროს.„იაპონურ-ამერიკული კავშირი იაპონიის საგარეო პოლიტიკის საფუძველია, - აღნიშნა გემბამ. - ეს კავშირი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში“. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მოსაუბრეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტოკიო და ვაშინგტონი „კვლავ ყველა ძალ-ღონეს იხმარენ 2010 წლის მაისში მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ზღვის ქვეითი ჯარის კორპუსის ავიაბაზის გადაადგილების შესახებ კუნძულ ოკინავას ფარგლებში“. გემბა და კლინტონი ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველა ძალ-ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ მოგვიანებით ამ თვეში გაეროს გენერალური ასამბლეის „ველებზე“ ნიუ-იორკში შესაძლო ორმხრივი შეხვედრა ჩაატარონ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებით, იაპონიის საგარეო პოლიტიკური უწყების ახალი უფროსის საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ამერიკული მხარის თხოვნით იქნა ორგანიზებული და დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3353.html
| |||
| განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.