aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
უცხოურ ბაზრებზე არსებული ტექნიკური ბარიერების დაძლევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც უნდა განხორციელდეს ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ეტაპობრივი დაახლოება საერთაშორისო ნორმებთან.



2012-2015 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აღნიშნული მიზნის მიღწევის მიზნით, რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. მათ შორის, უახლოესი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება პარტნიორ ქვეყნებთან გარე სავაჭრო ბრუნვისა და ურთიერთობების რეგულარული ანალიზი, რისი მიზანიც იქნება რეკომენდაციების შემუშავება გარე სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და სავაჭრო რეჟიმების განვითარებისათვის. ამასთან ერთად, დაგეგმილია ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენცირებული რეჟიმების განვითარება და საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო ეტალონების მისაწვდომობის უზრუნველყოფა.


როგორც დოკუმენტ „ქვეყნის ძირითადი მონაცემებები და მიმართულებები 2012-2015 წლებისთვის“ პირველად ვარიანტშია აღნიშნული, უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოხდება ეტალონური ლაბორატორიების აღჭურვა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა და საერთაშორისო დონეზე მათი აღიარების მიღწევა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ განხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის შემდგომი ინტეგრაცია შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3352.html
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:39 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში წარმოებადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გეგმავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 06 მაისი 2024
  • English Georgian