პოლიტიკა: ირაკლი ალასანია: საქართველომ უნდა გაითვალისწინოს აფხაზური საზოგადოების არჩევანი | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ე. წ. არჩევნებში ასობით ათას ქართველს არ მიუღია მონაწილეობა. ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტი ისიცაა, რომ ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გაითვალისწინონ და ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ნაბიჯები გადადგან“, - თქვა ირაკლი ალასანიამ “GHN“-თან საუბრისას, როდესაც აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს შედგა. არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 55% მოაგროვა. აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი - ალექსანდრე ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა. ანქვაბის ინაუგურაცია 26 სექტემბერს ჩატარდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3305.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.