aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ეკონომიკა: ქართული კომპანიები ჩინური ბაზრის ათვისებას აგრძელებენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ათი ქართული კომპანია ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და „სამტრესტის“ ხელშეწყობით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენა China-Eurasia Expo 2011-ში, რომელი ჩინეთში, ქალაქ ურუმციში 1-5 სექტემბერს ჩატარდება.



სულ გამოფენაში 2500 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული საინვესტიციო ცენტრი გამოფენაზე ქართულ კომპანიებს წარადგენს და დაეხმარება მათ პარტნიორული კონტაქტების დამყარებაში. ქართულ კომპანიებს შორის ღვინის, არაყისა და ბიოწვენების მწარმოებლები არიან.


ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და „რაკია“ ქართულ სტენდთან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას წარადგენენ და პოტენციურ ინვესტორებს საინვესტიციო პროექტებსა და საპრივატიზაციო ობიექტებს გააცნობენ.


ივნისში საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები უკვე იყვნენ ურუმჩიში და ქართული ღვინოების დეგუსტაცია ჩაატარეს, შეხვდნენ ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელობას. ვიზიტის შედეგად სააგენტოს უკვე აქვს ჩინური სადისტრიბუციო კომპანიების მონაცემები და ინტერესის შემთხვევაში სთავაზობს ინფორმაციას ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ქართულ მწარმოებლებს, რომლებიც ჩინეთში ექსპორტში არიან დაინტერესებულები.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3303.html
განათავსა - Drakula | 03 სექ. 2011, 19:45 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ქართული კომპანიები ჩინური ბაზრის ათვისებას აგრძელებენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian