aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: კლიმატური ცვლილებები სამოქალაქო ომების მიზეზია მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მკვლევარებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან განაცხადეს, რომ ქვეყანაში სოციალური დაძაბულობის ზრდაზე სხვათა გარდა კლიმატიც შეიძლება ახდენდეს გავლენას.



ოკეანური დინება ელ-ნინიოს (რომელიც პლანეტაზე ტემპერატურულ რეჟიმს არეგულირებს) განვითარების ციკლებსა და აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლური აზიის, ავსტრალიის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტერიტორიებზე სამოქალაქო ომების ზრდას შორის ურთიერთკავშირის შესწავლის მსვლელობაში საკმაოდ მკვეთრი კავშირი დადგინდა. ამ რეგიონებში, ფაქტობრივად, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, აღნიშნავს РБК-daily.


მკვლევართა მონაცემებით, ამ რეგიონებში ყველა სამხედრო კონფლიქტის 20%-მდე დაკავშირებულია ამინდისა და კლიმატურ ცვლილებებთან, რომლებიც ამ საზოგადოებებში სამოქალაქო დაპირისპირებებს წარმოშობს. 175 ქვეყანაში 1950-დან 2004 წლების ჩათვლით 234 კონფლიქტის ანალიზის დროს კავშირი კლიმატსა და შეიარაღებული შეტაკებების ზრდას შორის აშკარა იყო.


სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამგვარი სახის დასკვნები ადრეც იყო აშკარა. მრავალი ისტორიკოსი აღნიშნავდა, რომ გვალვებმა და არამოსავლიანობებმა არა ერთი მმართველი დინასტია დაამხო იმავე ჩინეთში მისი თითქმის 5000 წლიანი ისტორიის განმავლობაში. თუმცა ამ გამოკვლევის სიახლე იმაშია, რომ ნაჩვენებია სხვათა გარდა ბუნებაზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საზოგადოებების დამოკიდებულებაც.


თუმცა მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს კლიმატური ფაქტორი მხოლოდ ტრიგერია, ის „უკანასკნელი წვეთი“, რაც უშვებს შეუქცევადი სოციალური მღელვარებებისა და რევოლუციების პროცესს იმ საზოგადოებებში, სადაც თავიდანვე დიდია ქონებრივი უთანაბრობა და „ჯინის კოეფიციენტი“ გონიერ საზღვრებს სცდება.
წყარო - http://www.km.ru/

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3280.html
განათავსა - Drakula | 29 აგვ. 2011, 23:44 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: კლიმატური ცვლილებები სამოქალაქო ომების მიზეზია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian