aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: შევარდნაძემ „ძველ ინტელიგენტს“ დაუჭირა მხარი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
რობერტ სტურუა არა ქსენოფობიის, არამედ სისტემის მსხვერპლი გადა, მიაჩნია საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.



გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან კომენტარი გაუკეთა ცნობილი რეჟისორის გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებს და აღნიშნა, რომ ქსენოფობურ გამოთქმებს თავის გამოსვლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყენებს. იგი იზიარებს მოსაზრებას იმაზე, რომ რუსულ ენაზე ფილმების აკრძალვა და რუსეთში წასული ადამიანების მოღალატეებად გამოცხადება ქსენოფობიის გამოვლინებაა.


„ღმერთი ამისათვის დაგვსჯის. უბედურება ისაა, რომ დაისჯება არა კონკრეტული ადამიანი, არამედ მთელი საქართველო“, - თქვა შევარდნაძემ.


მისი თქმით, რუსთაველის თეატრის დასმა და ხელოვნების ყველა მოღვაწემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას დათხოვნასთან დაკავშირებით პროტესტი უნდა გამოთქვას.


რობერტ სტურუა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის გამოთქმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქსენოფობიას მოიცავდა.


სტურუამ განაცხადა, რომ „არ სურს, საქართველოს პრეზიდენტი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს“, ამასთან, აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში სურს იხილოს ქართველი, და არა სომეხი, რომელიც მისი თქმით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.


დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილმა რეჟისორმა განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობაზე უარი უნდა თქვას, როგორც გერმანელებმა ჰიტლერზე თქვეს უარი“. 16 მაისს კი სტურუამ, როდესაც სააკაშვილის როგორც სომეხის ეთნიკურ კუთვნილებაზე მიუთითებდა, ნეგატიურ კონტექსტში დაუკავშირა ეს მისი საქმიანობის კრიტიკას, ასევე ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილს არ უყვარს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ იგი სომეხია.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3278.html
განათავსა - Drakula | 29 აგვ. 2011, 23:43 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: შევარდნაძემ „ძველ ინტელიგენტს“ დაუჭირა მხარი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 ივნისი 2024
  • English Georgian