aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 ეკონომიკა: რა საჭიროა რუსეთში „ბორჯომის“ შეტანა, თუ იქ მას არავინ ელოდება? ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსების მხოლოდ 36%-ს მიაჩნია საჭიროდ რუსეთის ფედერაციაში ქართული მინერალური წყლის - „ბორჯომის“ შეტანაზე აკრძალვის მოხსნა. ამაში განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ცენტრალური ფედერალური ოლქის მაცხოვრებლები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები და მთლიანობაში უფროსი თაობის (55-64 წლის ასაკის) რესპონდენტები. ეს გაარკვიეს ფონდ „საზოგადოებრივი ფონდის“ სოციოლოგებმა, რომლებმაც აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტში გამოკითხვა ჩაატარეს.



მოქალაქეთა 36% რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნების წინააღმდეგია, ამასთან, ამდენივე რესპონდენტმა (36%) თქვა, რომ მანამდე ქართული წარმოების მინერალური წყლები არასდროს დაულევია. მოსახლეობის ამ ჯგუფს შორის ჭარბობს ახალგაზრდობა, გლეხები, ციმბირისა და სამხრეთის ფედერალური ოლქები მაცხოვრებლები, იტყობინებიან სოციოლოგები.


იმ რუსებს შორის, ვინც მანამდე საქართველოს მინერალურ წყლებს სვამდა, მათზე დადებითად განაცხადა გამოკითხულთა 44%-მა. მოქალაქეთა 8% ქართულ მინერალურ წყლებს მათი ხელახლა გამოყენების სურვილის უქონლობის გარეშე იხსენებდა.


საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდებაზე აკრძალვა რუსეთმა 5 წლის წინ შემოიღო, რაც ხარისხისადმი პრეტენზიებით ახსნა. რუსეთის სანიტარულ სამსახურში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის - „ბორჯომის“ დაბრუნებას დაბრკოლებას უქმნის ოფიციალური თბილისის პოზიცია.


ბოლო დროს რუსეთში „ბორჯომის“ დაბრუნების ამოცანით აქტივიზირდა რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო, რისთვისაც სხვადასხვა სახის ხრიკებს მიმართა. თუმცა, როგორც მინერალური წყლის მწარმოებლები აცხადებენ, ისინი რუსეთის პოლიტიზებულ ბაზარზე დაბრუნებას არ ჩქარობენ. მითუმეტეს, რომ მათი გაყიდვები დღეს უფრო კარგია, ვიდრე ეს რუსეთის ემბარგომდე იყო.

წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3244.html
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:04 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: რა საჭიროა რუსეთში „ბორჯომის“ შეტანა, თუ იქ მას არავინ ელოდება?" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 მაისი 2024
  • English Georgian