aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეს საინტერესოა: მეცნიერები შეცდომების უფრო ხშირ დაშვებას გვირჩევენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კანადელმა სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი უკეთ იმახსოვრებს ინფორმაციას, თუ იგი შეცდომებს უშვებს და განსაცდელის გავლა უწევს. ამის შესახებ წერს The Vancouver Sun.



მაშასადამე, თუ ადამიანი სწავლების პროცესში შეცდომებს უშვებს, ეს კარგია. მოცემული პროცესი პასიურ შესწავლასთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტურია. ასე ხომ შეცდომების გააზრება და პარალელების გავლება ხდება.


ორი დამოუკიდებელი გამოცდის მსვლელობაში მეცნიერება შეადარეს ის, თუ როგორ უმკლავდებიან დავალებას 25 წლის ასაკის 45 ადამიანი და 45 ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 70 წელი გახლდათ. ამასთან, სწავლების ორი მეთოდი გამოიყენებოდა. პირველი ითვალისწინებდა პასიურ შესწავლას (მაგალითად, ადამიანებს სთხოვდნენ კატეგორია „ყვავილისა“ და მასთან დაკავშირებული სიტყვა „ვარდის“ დამახსოვრებას). მეორე შეცდომას არ გამორიცხავდა: ადამიანებს აძლევდნენ კატეგორიას, მაგრამ ჯერ სიტყვის გამოცნობა იყო საჭირო.


ამგვარად, მეცნიერებმა მეორე მეთოდის დიდი ეფექტურობა დაამტკიცეს. სპეციალისტთა თქმით, ექსპერიმენტის მონაწილეთა ტვინს უფრო აქტიურად მუშაობა, კავშირის დამყარება უწევდა. სხვათა შორის, მაშინ მონაწილეები უკეთ იმახსოვრებდნენ კონტექსტს, რომელშიც აძლევდნენ სიტყვებს. ხოლო როდესაც პასუხი უკვე მიცემულია, ტვინი მოდუნებულია. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობდა მოხუცი ადამიანებისათვის.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3239.html
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:01 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: მეცნიერები შეცდომების უფრო ხშირ დაშვებას გვირჩევენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 14 ივნისი 2024
  • English Georgian