aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: ცინცაძე: საქართველოსთვის საფრთხეს მეზობელი სახელმწიფო წარმოადგენს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს არა რომელიმე ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ მეზობელი სახელმწიფო წარმოადგენს, განაცხადა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.



როგორც ცინცაძემ აღნიშნა, დღეს მსოფლიო ტერორიზმის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, თუმცა საქართველოსთვის საფრთხეს მეზობელი სახელმწიფო წარმოადგენს.


„საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ტეერორიზმთან ბრძოლის საკითხში, აუმჯობესებს საზღვრის დაცვას, ახორციელებს ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.


„აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირების შეუძლებლობა ხელს უშლის ტერორიზმთან ბრძოლას ამ რეგიონებში და რუსეთთან საზღვრების დაცვას. ამას გარდა, შეზღუდულია ინფორმაცია ინციდენტებზე, უმრავლეს შემთხვევაში დადასტურებული არ არის, ვინაიდან საქართველოს მთავრობა ამ ტერიტორიებს არ აკონტროლებს. მანდ არც საერთაშორისო მისიები და უცხოური სახელმწიფოების საელჩოები დაიშვებიან“, - ნათქვამია ანგარიშში.


დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს. საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული 2010 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაო ტერორიზმის წინააღმდეგ. კერძოდ, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესი საზღვრების კონტროლში, ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგში, კონტრტერორიზმის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების შესრულებაში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3211.html
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:56 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ცინცაძე: საქართველოსთვის საფრთხეს მეზობელი სახელმწიფო წარმოადგენს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian