aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 კულტურა: რუსთაველის თეატრის დასი: ის, რაც მოხდა, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რობერტ სტურუასდათხოვნა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი თავის სამხატვრო ხელმძღვანელს გამოექომაგა და რობერტ სტურუას დათხოვნის ფაქტს შემაფიქრიანებლად მიიჩნევს. პროტესტის ნიშნად თეატრის თანამშრომლები დღეს, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე სპეციალურ აქციას ჩაატარებენ, იუწყება “GHN“.



როგორც მსახიობთა საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან მომხდარი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტურუას დათხოვნა.


„რა აღარ აქვს გადატანილი თეატრს თავისი არსებობის მანძილზე, მაგრამ ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. დღეს ყველა გაკვირვებულია. საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ვფიქრობთ, მაგრამ როგორ რთულ პერიოდშიც არ უნდა ვცხვორბდეთ, ადამიანური სახე არ უნდა დავკარგოთ. ნებისმიერი ჩვენი ქმედება უნდა იყოს ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული. ნუთუ რთულია მიხვედრა იმისა, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტოდან რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი - იგი დაითხოვეს. რას ნიშნავს ეს? ჩვენ აღარ გვჭირდება სტურუას სპექტაკლები, რომლებიც სავსეა სინათლით, კაცთმოყვარეობით, სულიერობით, ტალანტით, ხვალინდელი დღის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის მიმართ სიყვარულით? არა, ბატონებო! ასე არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!“, - ხაზგასმულია განცხადებაში.


განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა პირებმა: გ. საღარაძე, კ, კავსაძე, ჯ. ღაღანიძე, თ. დოლიძე, ჟ. ლოლაშვილი, ზ. კვერენჩხილაძე, მ. კახიანი, ზ. ლებანიძე, დ. უფლისაშვილი, ლ. ხურცია, თ. ჭიჭინაძე, ზ. პაპუაშვილი, ლ. ფოფხვაძე, ნ. კანტიძე, გ. ბარბაქაძე, ბ. ჩაჩიბაია, გ. გიორგაძე, მ. ჯანაშია, კ. ფურცელაძე, მ. შველიძე, ს. აბრამიშვილი, დ. პაპუაშვილი, ლ. ბერიკაშვილი, ზ. პაპუაშვილი, ე. მოლოდინაშვილი, პ. გულიაშვილი. უ. სუხიტაშვილი, ზ. შარია, მ. გამცემლიძე, ლ. ოგანეზოვი, მ. აბრამიშვილი, ი. სანაია, ტ. სარალიძე, ნ. მაყაშვილი, რ. მაყაშვილი, ნ. კასრაძე, ნ. არსენიშვილი, დ. დარჩია, ნ. სუსკივაძე, გ. გველესიანი, ე. მინაშვილი, დ. კვირცხალია, ლ, ალიბეგაშვილი, მ. დინარია, ლ, ახალაია, ნ. კაცარიძე, რ. ჩხეიძე, გ. მესხიშვილი.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3197.html
განათავსა - Drakula | 22 აგვ. 2011, 20:01 | ახალი ამბები »
 

"კულტურა: რუსთაველის თეატრის დასი: ის, რაც მოხდა, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რობერტ სტურუასდათხოვნა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 მაისი 2024
  • English Georgian