aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: ძიძიგური:გიორგობიანის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ის გერმანიის მოქალაქეა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
"ეროვნული საბჭოს" ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ მისი ჯგუფის წარმომადგენელს, ტყის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელს ბიძინა გიორგობიანს, რომელიც ესპანეთში დააკავეს, საქართველოში არ გადმოიყვანენ. "ბიძინა გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია დაიცავს მის სამოქალაქო უფლებას, აღადგენს სამართლიანობას და მისი საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება"-განაცხადა ძიძიგურმა.



მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გიორგობიანის ძებნის  გამოცხადება "ინტერპოლის" მეშვეობით, უკანონობა და არაგონივრულია.


 რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლობას დასავლეთ ევროპაში, ძიძიგურის თქმით, ამ თანამდებობას ისევ გიორგობიანი დაიკავებს, რადგან "ესპანეთის პოლიცია მალევე გაათავისუფლებს მას."


შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამართალდამცველებმა საქართველოს ტყის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელი  ბიძინა გიორგობიანი დააკავეს. ესპანური მედიის თანახმად, ქართული მხარე გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს, თუმცა ესპანური მხარის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.


 შეგახსენებთ,  რომ საქართველომ გიორგობიანის საერთაშორისო ძებნა რამოდენიმე წლის წინ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.


 უფრო კონკრეტულად, ქართველი სამართალდამცველები გიორგობიანს უფლებამოსილების გადაჭარბებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ ლტოლვილად მიიჩნევს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3196.html
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 19:56 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ძიძიგური:გიორგობიანის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ის გერმანიის მოქალაქეა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 მაისი 2024
  • English Georgian