aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 საზოგადოება: კიდევ რამდენიმე მოსკოვის თეატრია მზადა, რომ რობერტ სტურუა მიიღოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კიდევ ოთხმა მოსკოვის თეატრმა ქართველ რეჟისორთან რობერტ სტურუასთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე განაცხადა, იტყობინება მოსკოვის მერის მოადგილის ლუდმილა შვეცოვის მრჩეველი ალექსანდრე პუდინი.



სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, გამოჩენილ რეჟისორთან რობერტ სტურუასთან ერთად თეატრალური დადგმების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს მოსსოვეტის სახელობის და ერმოლოვის სახელობის თეატრებმა, ბრონის თეატრმა, „სოვრემენიკმა“, ასევე გოგოლის სახელობის თეატრმა. მანამდე ოსტატთან თანამშრომლობის სურვილის შესახებ განაცხადეს თეატრ „Et Cetera“-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კალიაგინმა და თეატრ „თანამედროვე პიესის სკოლის“ ხელმძღვანელმა იოსიფ რაიხელგაუზმა.


მერის მოადგილის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ პარასკევს რ. სტურუასაგან მოვიდა წერილი, რომელშიც იგი „ლუდმილა შვეცოვას მხარდაჭერისა და მოსკოვის თეატრებთან თანამშრომლობის შემოთავაზებისთვის ღრმა მადლობას უხდის“.


რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 15 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას 9 აგვისტოს ბრძანებით გაათავისუფლეს. მინისტრის განცხადებით, რობერტ სტურუა თანამდებობიდან მის მიერ გამოთქმულ ეთნიკურ მეტაფორებთან დაკავშირებით გაათავისუფლეს.


„სახელმწიფო, რომელიც თავიდანვე მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, ვერ შეეგუება ქსენოფობიას და არ დააფინანსებს მას. ქსენოფობიის ქვეშ იგულისხმება ის გამოთქმები, ეთნიკური მეტაფორები, რომლებსაც სტურუა თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ხმარობდა“, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3192.html
განათავსა - Drakula | 20 აგვ. 2011, 20:19 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: კიდევ რამდენიმე მოსკოვის თეატრია მზადა, რომ რობერტ სტურუა მიიღოს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 მაისი 2024
  • English Georgian