aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: პროკურორი: სასამართლომ დაადასტურა, რომ ბიწაძემ პოლიციისათვის ძალისმიერ დაპირისპირებას გაუწია ორგანიზება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
თბილისის ქალაქის სასამართლომ, რომელმაც პარასკევს, 19 აგვისტოს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ექს-შეფს 5.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დაადასტურა, რომ მან პოლიციისათვის ძალისმიერ დაპირისპირებას გაუწია ორგანიზაცია, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ნანა რაპავამ.



„თბილისის ქალაქის სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ბადრი ბიწაძის მიერ 353-ე სტატიით გათვალისწინებული დანაშაულის ორგანიზაცია, რაც ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთათვის ძალისმიერი დაპირისპირების ორგანიზაციას“, - განაცხადა რაპავამ.


ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია სამართალწარმოება სხვა პირთა მიმართ, „რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ ბადრი ბიწაძის მიერ რუსთაველის პროსპექტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებებს“.


მათ ყველამ აღიარეს დანაშაული და სასჯელის სახით მიიღეს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, თქვა რაპავამ, თუმცა არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დააკავეს.


ბიწაძე დამნაშავედ აღიარეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სტატიის მეორე ნაწილით - „ჯგუფის მიერ განხორციელებული დაპირისპირება, საფრთხე ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიმართ“. საქმე ეხება უკანონო ქმედებებს „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც თბილისში ხუთი დღის განმავლობაში 26 მაისის ღამით დაშლამდე მიმდინარეობდა.


თბილისის სასამართლომ პარასკევს ბადრი ბიწაძეს, რომლის ინიციატივითაც ფორმირებულ იქნა საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო კრებასთან“ შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება „შეფიცულები“, 5.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3189.html
განათავსა - Drakula | 20 აგვ. 2011, 20:17 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: პროკურორი: სასამართლომ დაადასტურა, რომ ბიწაძემ პოლიციისათვის ძალისმიერ დაპირისპირებას გაუწია ორგანიზება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian