aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: დღეს კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ საქართველოში არც სასამართლო არააარცსამართლიანობა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
დღეს კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ საქართველოში არც სასამართლო არაა, არც სამართლიანობა, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მის მეუღლეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ექს-შეფს ბადრი ბიწაძეს 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.



მისი თქმით, ბიწაძის საქმე სტრასბურგამდე მივა და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.


„ადამიანს ბრალდება წაუყენეს ჯგუფურ დანაშაულში ისე, რომ არ არიან არც დანაშაულის თანამონაწილეები, რომელთა წინააღმდეგ საქმეა აღძრული, არც ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს ან რომლებსაც ამ დანაშაულის ჩადენის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ. ეს არის ერთი რგოლი იმ უსამართლობისა, რომელიც ქვეყანაში მეფობს. ეს ჯაჭვი უნდა შეწყდეს. ძალიან მალე ყველა იქნება თავისუფალი, ხოლო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი და ისინი, ვინც უსამართლობას ადგენს, აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - თქვა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, საქმე სააპელაციო სასამართლოში იქნება გასაჩივრებული.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 აგვისტოს, ქალაქის სასამართლომ ბადრი ბიწაძეს 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ეს გადაწყვეტილება დაუსწრებელია, ვინაიდან ბადრი ბიწაძის ადგილმდებარეობა უცნობია.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3187.html
განათავსა - Drakula | 20 აგვ. 2011, 20:15 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: დღეს კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ საქართველოში არც სასამართლო არააარცსამართლიანობა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 მაისი 2024
  • English Georgian