aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 შოუ-ბიზნესი: კეტი პერიმ მაიკლ ჯექსონის რეკორდი გაიმეორა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკელი პოპ-მომღერალი კეტი პერი Billboard Hot 100-ის ჩარტის ისტორიაში შევიდა. როგორც Billboard-ის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, შემსრულებელმა მაიკლ ჯექსონის რეკორდის გამეორება შეძლო ერთი ალბომიდან ჰიტ-სინგლების რაოდენობის მიხედვით - პერის ხუთმა კომპოზიციამ დისკიდან „Teenage Dream“ „ცხეული ასეულის“ პირველ სტრიქონს მიაღწია.



Billboardაღნიშნავს, რომ კეტი პერი მდედრობითი სქესის ერთადერთი პოპ-მომღერალი გახდა, რომელმაც Hot 100-ში ჩარტის არსებობის 53 წლიან ისტორიაში ასეთ წარმატებას მიაღწია. პერის პირველი სიმღერა „Teenage Dream“-დან, რომელმაც Billboard Hot 100-ში პირველი ადგილი დაიკავა, გახლდათ „California Gurls“. შემდეგ ჰიტ-აღლუმის პირველ სტრიქონზე მოხვდა კომპოზიცია „Teenage Dream“, ამის მერე - „Firework“, შემდეგ კი - „E.T.“. მეხუთე სინგლი, რომელმაც Billboard Hot 100 დაიპყრო, გახდა სიმღერა „Last Friday Night (T.G.I.F.)“.


მაიკლ ჯექსონმა „ცხეული ასეულის“ რეკორდი 1987 წელს დაამყარა, როდესაც გამოვიდა მისი დისკი „Bad“. ჰიტ-აღლუმის - Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე ავიდა შემდეგი კომპოზიციები: "I Just Can't Stop Loving You", "Bad", The Way You Make Me Feel", "Man in the Mirror" და"Dirty Diana".


კეტი პერიმ ალბომი „Teenage Dream“ 2010 წლის აგვისტოში გამოუშვა. შემსრულებლის დისკმა პირველი ადგილი დაიკავა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ალბომის პირველი სინგლი „California Gurls“, რომელიც პერიმ სნუპ დოგთან ერთად ჩაწერა, სტუდიური დისკის რელიზამდე რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის მაისში გამოვიდა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3179.html
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:24 | ახალი ამბები »
 

"შოუ-ბიზნესი: კეტი პერიმ მაიკლ ჯექსონის რეკორდი გაიმეორა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian