aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ეკონომიკა: საქართველო KfW-საგან დამატებით 39 მლნ ევროს მიიღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
18 აგვისტოს ბათუმში საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების გერმანულ ბანკს (KfW) შორის გაფორმდება მორიგი შეთანხმება ბათუმის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 39 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.



ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლში მხარეები სამ საგრანტო და ერთ საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რის შედეგადაც საქართველოს ბათუმის წყალკანალის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის დასაწყებად 39 მლნ ევრო გამოეყოფა. დოკუმენტებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და KfW-ის წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.


ბათუმის წყალკანალის სისტემის რეაბილიტაციათა პროექტი ითვალისწინებს სამ ეტაპს, რომელთა დასრულებისთანავე ქალაქს სრულიად განახლებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურა ექნება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გერმანიის მთავრობამ 17 მლნ ევრო, მეორეზე - 45 მლნ ევრო გამოყო. მესამე ეტაპზე რეაბილიტაცია ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებსაც შეეხება.


პროექტის მიხედვით მიწისქვეშა კომუნიკაციების წესრიგში მოსაყვანად სულ 100 მლნ ევრო დაიხარჯება.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3158.html
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 19:27 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველო KfW-საგან დამატებით 39 მლნ ევროს მიიღებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 10 ივნისი 2024
  • English Georgian