aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: ექსპერტი: „საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კავკასიის საკითხების ამერიკელი ექსპერტის ალექს ჯექსონის შეფასებით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა.



როგორც ექსპერტმა საინფორმაციო სააგენტო „აპა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როგორც ჩანს, ნატო დაინტერესებული არ არის სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის ალიანსში წევრობის სტატუსის მინიჭებაში მანამ, სანამ ეს ქვეყნები არ მოიყვანენ უსაფრთხოების ნორმებსა და პოლიტიკურ სისტემებს ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში.


შეკითხვაზე, საქართველო-რუსეთის ომის გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააკეთონ თუ არა ნატოში შესვლაზე აქცენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, ექსპერტმა უპასუხა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ამ ქვეყნებს თავიანთი სამხედრო ძალებისა და დოქტრინების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.


„მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ნატოსთან სხვადასხვა ურთიერთობები აკავშირებს: საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი ოფიციალურ დონეზე გამოხატა, აზერბაიჯანი ამ საკითხის თაობაზე ორ მოსაზრებას ეყრდნობა, სომხეთი, როგორც ჩანს, ამით დაინტერესებული არაა“, - განაცხადა ექსპერტმა და დაამატა, რომ ნატოში შესვლა ძალიან შეუწყობდა ხელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებას.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3147.html
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:45 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ექსპერტი: „საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 14 ივნისი 2024
  • English Georgian