aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ეკონომიკა: 2010 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 814 მლნ დოლარი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ თავის საბოლოო მოხსენებაში, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა (საქსტატმა) დააზუსტა 2010 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული წინასწარი მონაცემები და ინვესტიციების მოცულობის მონაცემები 553.1 მლნ დოლარიდან 814 მლნ დოლარამდე გაიზარდა.



„საქსტატი“ აცხადებს, რომ „მკვეთრი განსხვავებები“ წინასწარ და საბოლოო მონაცემებს შორის განპირობებულია ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით, რომელიც „კომპანიათა კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლების გამოყენებას ითვალისწინებს, რის გამოც გაიზარდა იმ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა, რომლებიც გამოკვლევას ექვემდებარება“.

მარტში გამოაქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. თუმცა, საბოლოო დაზუსტებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ინვესტიციების მოცულობა 814 მლნ დოლარს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას აჩვენებს.


2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულმა მონაცემებმა ქვეყნის მშპ-ის 7% შეადგინა; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 6%-ს, ხოლო 2008 წელს - 12%-ს შეადგენდა.


საბოლოო მონაცემებში ასევე დაზუსტებულია ქვეყნების მიხედვით ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები.


წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან - 143.2 მლნ აშშ დოლარი; საბოლოო მონაცემებში ეს მაჩვენებელი 73.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, რის შედეგადაც ნიდერლანდებმა გადაინაცვლა მესამე ადგილზე აშშ-სა (135.8 მლნ დოლარი) და თურქეთის (91.8 მლნ დოლარი) შემდეგ. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სხვა სამ ძირითად წყაროს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთი - 59 მლნ დოლარი, აზერბაიჯანი - 58 მლნ დოლარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 55.5 მლნ დოლარი.


ასევე დაზუსტებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილება ეკონომიკის დარგებში. საბოლოო მონაცემებით, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი მოპოვებითსა და გადამუშავებით მრეწველობაზე მოდიოდა - 228.8 მლნ დოლარი, ანუ 28.1%. ამას მოსდევს ტრანსპორტისა და კავშისგაბმულობის სექტორი - 215.1 მლნ დოლარი (26.4%), უძრავი ქონება - 119.3 მლნ დოლარი, ფინანსური სექტორი - 107.4 მლნ დოლარი (17.7%).
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3144.html
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:42 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: 2010 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 814 მლნ დოლარი შეადგინა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ივნისი 2024
  • English Georgian