aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეს საინტერესოა: -ადამიანის შემოსავალსა და მისი სიცილის „ტიპს“ შორის აღმოაჩინეს დამოკიდებულება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გამოკვლევის შედეგების თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები სიცილის დროს გამოთქვამენ „ჰე-ჰე“-ს, 50-ის შემდეგ სულ უფრო ხშირად ისმის „ჰო-ჰო“. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი სოციოლოგები TNS Emnid-დან, რომლებმაც ტელეარხ Sky-ის შეკვეთით გამოკვლევა ჩაატარეს. ამის შესახებ წერს გაზეთი 20 Minuten.



ადამიანების 66% სიცილის დროს წარმოთქვამენ „ჰა-ჰა“-ს. როგორც სოციოლოგებმა გაარკვიეს, ასეთი სიცილისადმი მიდრეკილება აქვთ ახაგალგაზრდა ადამიანებს, უნივერსიტეტის დამთავრებულებს. როგორც სოციოლოგები აზუსტებენ, პოპულარობის მიხედვით მეორე (11%) გახდა სიცილი „ჰე-ჰე“, რომლის მიმართ მიდრეკილება აქვთ ადამიანებს მაღალი შემოსავლით. ადამიანების 10% წარმოთქვამს „ჰი-ჰი“-ს, ამასთან, როგორც წესი, ასე იცინის ყოველი მეხუთე ადამიანი უმაღლესი განათლების გარეშე. „ჰუ-ჰუ“ და „ჰო-ჰო“ ბევრად უფრო იშვიათად ისმის: ასე იცინის 3% და 2%, შესაბამისად.


სოციოლოგებმა აღმოაჩინეს დამოკიდებულება ადამიანის შემოსავალსა და იმის შორის, თუ როგორ იცინის იგი. იმ გერმანელთა შორის, რომლებსაც თვეში 2500 ევრო აქვთ შემოსავალი, 53% იცინის „ჰა-ჰა“-თი, 18% - „ჰე-ჰე“-თი, 9% - „ჰი-ჰი“-თი. თვეში 1000 ევროზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანები ხშირად სიცილის დროს წარმოთქვამენ „ჰა-ჰა“-ს - ასე 72% აკეთებს, 9% კი ამჯობინებს „ჰუ-ჰუ“-ს.


გამოკვლევამ გერმანიის სხვადასხვა ნაწილების მაცხოვრებლებს შორის სიცილში პრინციპული განსხვავებები არ გამოავლინა. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში შეიმჩნევა „მიდრეკილება „ჰი-ჰი“-სადმი“, ხოლო რეინლანდ-პფალცში, გესენსა და საარაში - „ჰო-ჰო“-სადმი.


ტელეარხ Sky-ის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური გამოკვლევა ახალი კომედი-შოუს პრომო-კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში ფასიან ტელეარხზე გამოვა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3126.html
განათავსა - Drakula | 12 აგვ. 2011, 17:31 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: -ადამიანის შემოსავალსა და მისი სიცილის „ტიპს“ შორის აღმოაჩინეს დამოკიდებულება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 ივნისი 2024
  • English Georgian