aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 პოლიტიკა: ბარაკ ობამას პოპულარობის დონე კვლავ დაეცა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ბარაკ ობამას საქმიანობას ქვეყნის მოქალაქეთა 45% იწონებს, 73%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი კურსით მოძრაობას, ნათქვამია სააგენტო Reuters-ის მიერ ამერიკელთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით შედგენილ გამოკვლევაში.



გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო თვის განმავლობაში ბარაკ ობამას პოპულარობის დონე 49%-დან 45%-მდე დაეცა.


გამოკითხვა წინა კვირის ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით ჩატარდა. სწორედ ამ პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მ პირველად 1917 წლის შემდეგ შეამცირა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი საიმედოობის უმაღლესი АААდონიდან AA+-მდე ნეგატიური პროგნოზით.


Reuters-ის მონაცემებით, ამერიკელთა მხოლოდ 21%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გატარებადი კურსი სწორია.


გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ აშშ ეკონომიკაში მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას ელოდება.


გამოკითხვაში 1 055 ათასმა სრულწლოვანმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.


მაისის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ #1 ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის მოკვლამ აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუმცა, ერთ კვირაში Reuters-სადა Ipsos-ს ერთობლივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამას პოპულარობის რეიტინგი „ალ-ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობის შემდეგ მხოლოდ სამი პროცენტით გაიზარდა.


აპრილის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადაზე იყრის კენჭს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3121.html
განათავსა - Drakula | 11 აგვ. 2011, 20:38 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ბარაკ ობამას პოპულარობის დონე კვლავ დაეცა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 14 ივნისი 2024
  • English Georgian