aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: ICG: საქართველო და რუსეთი არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მოლაპარაკებებით მსო-ს თაობაზე საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთმა და საქართველომ - ორმა ქვეყანამ, რომელთა შორის ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა სამი წლის წინ მომხდარმა ომმა - უნდა გააფართოონ დიალოგი და არ შემოიფარგლონ მოლაპარაკებებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, ამტკიცებს კრიზისების თავიდან აცილების საერთაშორისო ჯგუფი.



ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებმა უნდა შეამცირონ რიტორიკის სიმძაფრე და მორჩნენ ბრალდებების სროლას ტერორიზმსა და ჯაშუშობაში თანამონაწილეობაში, განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, არაკომერციულმა ორგანიზაციამ ბრიუსელში მდებარე შტაბ-ბინით თავის მოხსენებაში „საქართველო და რუსეთი: მეზობლურად ცხოვრების სწავლა“ („Georgia-Russia: Learn to Live Like Neighbors“). თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამოსწორება შვეიცარელ შუამავლებს შეუძლიათ, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მსო-ს თაობაზე მოლაპარაკებების ჩატარებაში ეხმარებიან, მიაჩნია მას.


„დროა, ორმა ქვეყანამ მეტი ისაუბროს ერთმანეთთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან - პირდაპირ ან მესამე მხარის დახმარებით, - და მორჩეს ბრალდებების გაცვლით პრესაში და საპარლამენტო გამოსვლებით“, - მიაჩნიათ ავტორებს მოხსენებისა, რომელიც სამხედრო კოფლიქტის მესამე წლისთავისთვის გამოვიდა.


„საქართველო რუსეთს ქართულ ტერიტორიაზე ჯაშუშური ქსელის შექმნასა და ათეულობით აფეთქებასა და აფეთქების განხორციელების მცდელობებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს, რომლებიც ქვეყანაში 2010-2011 წლებში დაფიქსირდა, - წერენ მოხსენების აცტორები. - რუსეთის ოფიციალურ პირებმა რამდენჯერმა დაადანაშაულეს საქართველო რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ისლამისტი ამბოხებულებისათვის დახმარების გაწევაში, თუმცა, კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებიათ“.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3107.html
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:52 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ICG: საქართველო და რუსეთი არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მოლაპარაკებებით მსო-ს თაობაზე" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian