aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: მინაშვილი: ოკუპანტები ისევე წავლენ, როგორც ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საგარეო კავშირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის შეფასებებით, ის, რომ რუსეთმა არ განახორციელა მთელი საქართველოს ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლებების სამხედრო ქმედებების დამსახურებაა.



2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შეფასების დროს დეპუტატმა სააგენტო „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებები პასიურ მდგომარეობაში იქნებოდნენ და არ ჩართულიყვნენ სამხედრო ქმედებებში, დღეს საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო, არ იარსებებდა.


ამავე დროს მინაშვილი დარწმუნებულია, რომ „რუსეთის ჯარები მათ მიერვე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებიდან ისევე წავლენ, როგორც თავის დროს ეს მოხდა ავღანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში“.


„ამის დამტკიცების საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო არენაზე აქტუალურობას არ კარგავს, რაც აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციითაც დასტურდება. მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველო ვითარდება როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით და წინ მოძრაობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტილების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებათა პოლიტიკა საკმაოდ ფორმულირებული და თანამიმდევრულია“, - განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ „2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართული მხარე რვა მშვიდობიანი ინიციატივით გამოვიდა“.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3105.html
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:50 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მინაშვილი: ოკუპანტები ისევე წავლენ, როგორც ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian