aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: დავით დარჩიაშვილი: რუსეთის პრეზიდენტი არაადეკვატურია და მე მომბეზრდა მასთან დაკავშირებით კომენტარების კეთება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს „მედვედევის, პუტინის, ლავროვისა და კარასინის“ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება მობეზრდა, იტყობინება “GHN“.



„მე მაინც ვფიქრობ, რომ მედვედევი ბევრად უფრო განათლებულია, ვიდრე ის, ვინც სინამდვილეში მართავს ქვეყანას, თუმცა, მას ან პირადი გაორება აქვს, ან მას არ შეუძლია ღიად თავისი აზრის გამოთქმა და მეორე ადამიანის მიერ (რომელიც სინამდვილეში პირველია) დაწერილ სპექტაკლს თამაშობს. ეს ჩვენ რეალობის სახით უნდა მივიღოთ. წლების განმავლობაში, და არა მხოლოდ 2008 წელს, რუსეთი უპირისპირდებოდა იმ იდეას, რომ საქართველო შემდგარიყო როგორც სახელმწიფო და პროექტი, თუმცა, მიუხედავად რუსეთის უდიდესი ფიზიკური უპირატესობისა, მან ამის განხორციელება ვერ შეძლო. სხვა ხალხი მოვა და ნახავს, რომ რუსეთი, თუ იგი საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს, საბოლოოდ თავად შევა ღრმა კრიზისში. მანამდე კი, გულწრფელად თუ ვიტყვით, იქნება ეს მედვედევი, პუტინი, ლავროვი თუ კარასინი, მათთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება მომბეზრდა. მომბეზრდა იმიტომ, რომ პასუხი ყოველთვის ერთია - ეს არაადეკვატური, არაბუნებრივი ხელისუფლებებია, რომლებიც საერთაშორისო სისტემის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს ხელისუფლებაა, რომელიც შიშველ ძალაზე დგას, მათ შორის არა მხოლოდ ტანკებზე, არამედ ორგანიზებულ დანაშაულებრიობაზეც. ცოტახანი უნდა მოვითმინოთ და საერთაშორისო სამართლით ვიხელმძღვანელოთ“, - თქვა დარჩიაშვილმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოსთან ომის მესამე წლისთავის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუზე.


ამასთან ერთად, დეპუტატის აზრით, „კარგია, რომ ასეთი ინტერვიუ ჩაიწერა, რადგან საქართველოში მრავალ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს ზოგერ ავიწყდება, რასთან გვაქვს საქმე“.


„ჩვენ საქმე გვაქვს ყოველი ქვეყნის მთავარ ღირებულებასთან - ძალებთან, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. დღეს საქართველოსთვის ეს რუსეთია, შესაბამისად, სანამ ეს არ შეიცვლება, რომანტიკული, ნოსტალგიური და ა. შ. საუბრები ფრენებზე ან ვიზებზე სრულიად უადგილო და არაადეკვატურია“, - თქვა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხებს „Russia Today“, „პიკს“ და რადიოსადგურ „მოსკოვის ექოს“ 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავთან დაკავშირებით ფართო ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა თემასა თუ პრობლემას შეეხო და რიგ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისი წარმოადგინა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3073.html
განათავსა - Drakula | 05 აგვ. 2011, 19:34 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: დავით დარჩიაშვილი: რუსეთის პრეზიდენტი არაადეკვატურია და მე მომბეზრდა მასთან დაკავშირებით კომენტარების კეთება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian