aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეს საინტერესოა: ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში რუსეთი მე-14 ადგილზეა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
რუსეთი ტერორიზმის თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყნების ოცეულში მოხვდა. რეიტინგი ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Maplecroft-მა შეადგინა. იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც ანალიტიკოსები ტურისტებს არ ურჩევენ მგზავრობას, სათავეში უდგას სომალი, იტყობინება GHN.



როგორც Reuters გადმოსცემს, სულ სიაში წარმოდგენილია 198 ქვეყანა, ხოლო რუსეთს რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია.


შეფასება ტერორისტული თავდასხმების სიხშირისა და დონის, ასევე მათ მიერ გამოწვეული მსხვერპლების რაოდენობის მაჩვენებლებით წარმოებს, აღნიშნავს РБК. საერთო ჯამში, Maplecroft-ის მონაცემებით, 2010 წელს ტერორისტთა ქმედებების შედეგად 13 ათას 492 ადამიანი დაიღუპა. წლით ადრე ტერორისტებმა 14 ათას 478 ადამიანი მოკლეს.


რეიტინგში პირველი ადგილი ერგო სომალის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების უდიდესი რაოდენობის გამო, რომლებიც "ალ-ქაიდასთან" არის დაკავშირებული. შარშან სომალი ასევე პლანეტის ყველაზე ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. შარშანდელი "ლიდერები" ასევე შევიდნენ ყველაზე საშიში ქვეყნების რიცხვში - ესენია ავღანეთი, ერაყი და პაკისტანი. ტოპ-20-ში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოც - სამხრეთ სუდანი მოხვდა.


ტერორისტული საფრთხის უდიდესი ზრდა აჩვენეს იემენმა, ირანმა, უგანდამ, ლიბიამ, ეგვიპტემ და ნიგერიამ. არაბულ ქვეყნებში ასეთი დინამიკა რევოლუციურ გამოსვლებს უკავშირდება, ხოლო უგანდასა და ნიგერიაში აღნიშნულია სეპარატისტთა აქტივიზაცია.


ყველაზე საშიში ქვეყნების ოცეულში ასევე შევიდნენ პალესტინის ავტონომია, კონგოს რესპუბლიკა, ცენტრალურ-აფრიკული რესპუბლიკა, კოლუმბია, ალჟირი, ტაილანდი, ფილიპინები. რუსეთს ტერორისტული საფრთხის რეიტინგში უთმობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სუდანი, ირანი, ბურუნდი, ინდოეთი, ნიგერია და ისრაელი.


საფრთხის ყველაზე პატარა დონე მიენიჭა სკანდინავიურ ქვეყნებს (რეიტინგი ნორვეგიაში მომხდარ ტერაქტამდე შეადგინეს), აშშ-ს, კანადას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, გადმოსცემს NEWSru.com
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3057.html
განათავსა - Drakula | 04 აგვ. 2011, 15:29 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში რუსეთი მე-14 ადგილზეა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian