aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: დედამიწას ორი თანამგზავრი ჰქონდა - ერთი მათგანი მთვარესთან შეჯახებისშედეგად განადგურდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მეცნიერთა აზრით, ადრე დედამიწას კიდევ ერთი თანამგზავრი ჰქონდა, მაგრამ მთვარეზე უფრო პატარა ზომის, იტყობინება GHN. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ახალი თეორიის თანახმად, ორივე თანამგზავრი ერთდროულად არსებობდა მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ უფრო პატარა არ დაეჯახა მთვარეს და არ განადგურდა, გადმოსცემს BBC.



მეცნიერთა გამოკვლევა, რომელიც კომპიუტერულ მოდელირებას ეფუძნება, ხსნის იმ განსხვავებათა მიზეზს, რომლებიც მთვარის ორი ზედაპირის აგებულებაში შეიმჩნევა. ეს განსხვავებები განპირობებული შეიძლებოდა ყოფილიყო მთვარესთან მეორე თანამგზავრის შეჯახების შედეგებით, მიაჩნიათ მარტინ ჯუტზისა და ერიკ ასპოგს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ქალაქ სანტა-კრუზში.


მიუხედავად იმისა, რომ მთვარე თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, იგი დედამიწისკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარით არის მობრუნებული, ვინაიდან დედამიწის გარშემო და საკუთარი ღერძის გარშემო ბუნებრივი თანამგზავრის ბრუნვა სინქრონიზირებულია.


ასტრონომები დღემდე კამათობენ მთვარეზე ორი სრულიად სხვადასხვა ტიპის რელიეფის არსებობის მიზეზის შესახებ.


თუ ჩვენკენ მობრუნებული ნახევარი დაფარულია ძირითადად მთვარის ზღვებით - გაყინული ლავის გლუვი შრით შევსებული უზარმაზარი კრატერებით, მაშინ უკანა ნახევრის ზედაპირი მთიანი ადგილია.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გაუნათებელი მხარის რელიეფი დედამიწის მეორე თანამგზავრის შეჯახების შედეგად იქნა ფორმირებული. ამ თანამგზავრის მასა უნდა ყოფილიყო მთვარის მასის 4%, ხოლო დიამეტრი - 1.2 ათასი კილომეტრი.


შეჯახების სიჩქარე კოსმოსური საზომებით დიდი არ ყოფილა - 7.2 ათასიდან 10.8 ათას კილომეტრამდე საათში. ამიტომ მთვარის ზედაპირზე დარჩა არა გინანტური კვალი კრატერის სახით, არამედ მეორე თანამგზავრის ქერქის ფრაგმენტებისაგან შემდგარი რამდენიმე ათეული კილომეტრის სისქის დამატებითი შრე. დარტყმის ძალა საკმარისი იყო იმისათვის, რომ გადაეადგილებინა მთვარის ზედაპირის ქვეშ არსებული ლავის ოკეანე დედამიწისკენ მიმართული ნახევრის მიმართულებით. ამიტომ მასში კონცენტრირებულ იქნა სასარგებლო წიაღისეულის ბუდობები.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3056.html
განათავსა - Drakula | 04 აგვ. 2011, 15:26 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: დედამიწას ორი თანამგზავრი ჰქონდა - ერთი მათგანი მთვარესთან შეჯახებისშედეგად განადგურდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian