aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ჰოსნი მუბარაქი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. ასევე იქცევიან მისი ვაჟები _ ალია და გამალი, რომლებიც მამასთან ერთად განსასჯელის სკამებზე სხედან.


"ყველა ამ ბრალდებას ვუარყოფ", _ განაცხადა ჰოსნი მუბარაქმა სასამართლო პროცესზე.
შეგახსნებთ, რომ დღეს ქაიროში ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის 83 წლის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.



განსასჯელის სკამზე მუბარაქთან ერთად, ასევე სხედან მისი ვაჟები - ალია და გამალი, ეგვიპტის ყოფილი შს მინისტრი ჰაბიბ ალ-ადლი და პოლიციის ექვსი მაღალჩინოსანი ოფიცერი.
 

შენობის წინ სადაც აღნიშნული სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს უკვე შეკრებილია ყოფილი პრეზიდენტის ათობით მომხრე და მოწინააღმდეგე. მათ შორის უკვე რამდენჯერმე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას იქ უსაფრთხოების აძლიერებული ზომები აქვს მიღებული.
 

ჰოსნი მუბარაკს ბრალად ედება კორუფცია, ის რომ იგი გასცემდა ბრძანებებს მიმდინარე წლის თებერვალში ეგვიპტელი ამბოხებულების ლიკვიდაციისათვის. ეგვიპტეში მაშინ მომხდარი არეულობების დროს 840 მე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ამჟამად ეგვიპტის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ მუბარაკს ბრალი დაუმტკიცდა და იგი ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, მას შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს.

წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3045.html
განათავსა - consul | 03 აგვ. 2011, 14:21 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ჰოსნი მუბარაქი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian