ეს საინტერესოა: ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი სოკო აღმოაჩინეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() აბედის სოკოს - F. ellipsoidea-ს სხეულის მასა 500 კილოგრამს აჭარბებს, სიგრძეში 10 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანეში - 80 სანტიმეტრს. სოკო დაახლოებით 450 მილიონ სპორებს შეიცავს, ხოლო მისი ასაკი, შეფასებებით, სადღაც 20 წელს შეადგენს. აბედის სოკოს უწოდებენ სოკოს, რომელიც მერქანში ან ნიადაგში ცხოვრობს. გარეგნულად ისინი „ჩვეულებრივ“ სოკოებს არ ჰგავს - მათი სხეული ბრტყელ და საკმაოდ მყარ ფირფიტებს წარმოადგენს. მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი F. ellipsoideaმიწისქვეშ იზრდება, ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მას ვერავინ ამჩნევდა და იგი ასეთ შთამბეჭდავ ზომებამდე გაიზარდა. ცოტანის წინ მეცნიერთა სხვა კოლექტივმა შემოთავაზა კონსტრუქცია იდეალური „კლასიკური“ სოკოსი - ისეთისა, რომელიც მაქსიმალურად შეძლებდა თავისი სპორების ეფექტურ გავრცელებას. ბუნებაში ასეთი აგებულების მქონე სოკოები არ გვხვდება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3031.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 აგვ. 2011, 11:30 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.