aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: მაჭავარიანი: რუსეთის პატრიარქის განცხადებებისაგან პოლიტიკურ შედეგებს არ უნდა ველოდოთ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მესამე წლისთავზე აშშ-მ საქართველოს მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საზღვრების დაურღვევლობას. ხოლო აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებს. სენატმა მოუწოდა რუსეთის მთავრობას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაკონტროლებელ ძალებს, მისცენ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და საერთაშორისო მისიებს აღნიშნულ ტერიტორიებზე ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა. სენატმა ასევე დაადაასტურა, რომ კავკასიის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება აშშ-ის მთავარი პრიორიტეტია.



ამ ფაქტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა - საქართველოს პატრიარქი უკრაინაში რუსეთის პატრიარქს შეხვდა. აგვისტოს ომის შემდეგ ეს ორი ქვეყნის ეკლესიების მეთაურების პირველი შეხვედრა იყო, რომელზეც რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიარქს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კანონიკური იურისდიქცია აქვს“.


პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებებით, საქართველოს პატრიარქს მართმადიდებლურ სამყაროში მაღალი ავტორიტეტი აქვს და მასთან შეხვედრის დროს რუსეთის პატრიარქს იქნებოდა სხვა პოზიციის გამოხატვა ძალიან გაურთულდებოდა.


„აღნიშნულ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ამას პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. რუსეთის ხელმძღვანელობა ოკუპირებულ ტერიტორიებაზე თავის პოზიციებს არ დათმობს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.


იგი ფოტორეპორტიორების საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ როდესაც მათი დაპატიმრების შესახებ გამოცხადდა, ერთადერთი ქვეყანა, ვინც ეს გააპროტესტა, რუსეთი იყო, ხოლო საქართველოს შსს იმ მომენტში არ აკონკრეტებდა, რომელი ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ ისინი. მაჭავარიანის თქმით, ფოტორეპორტიორებმა დანაშაული აღიარეს იმის გამო, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულება იყო.


„ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ ისინი უცხოურ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კარგი ბიჭები არიან? იცით, რა კარგად ახასიათებენ მეზობლები ნორვეგიელ გიჟს, რომელმაც ათობით ადამიანი მოკლა? იგი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი დაკავებული ვერ იგებდა, რომ საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებდა. მას შემდეგ, რაც გააანალიზეს ის, რაც ჩაიდინეს, მიხვდნენ, რომ ეს ცუდია“, - აცხადებს მაჭავარიანი.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3024.html
განათავსა - Drakula | 02 აგვ. 2011, 11:15 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მაჭავარიანი: რუსეთის პატრიარქის განცხადებებისაგან პოლიტიკურ შედეგებს არ უნდა ველოდოთ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian