aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: საქართველოს შსს: მედვედევის ნაბიჯები ადასტურებს მოსკოვის სურვილის უქონლობას, კონსტრუქტიული დიალოგი აწარმოოს საქართველოსთან საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მიერ სახელმწიფო დუმაში სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. სსს აცხადებს, რომ „ყველა ურთიერთობა, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად შედის, ეწინააღდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ისე თავად რუსეთის მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს“.



„აუცილებელია აღინიშნოს, რომ არც აღნიშნულ, არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილ რაიმე სხვა ე. წ.“ საერთაშორისო შეთანხმებას“ იურიდიული ძალა არა აქვს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ურთიერთობებში, ვინაიდან აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს“, - ნათქვამია სსს-ს განცხადებაში.


ამასთან, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ „ქართული მხარის მზადყოფნის ფონზე, დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების გადაჭრა და ამისათვის კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს, რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება კონსტრუქტიულ რეჟიმში“.


„საჭიროა აღნიშნოს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს დანერგოს მის მიერვე შექმნილი „ახალი რეალობა“, თუმცა არც საქართველო და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ლეგიტიმიზირებენ და არ დაუშვებენ ამ „რეალობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


საჭიროა აღინიშნოს, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება საბაჟო ურთიერთობების შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ-რუსულ მოლაპარაკებით პროცესს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის თაობაზე. მოცემული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ამ მოლაპარაკებებში რაიმე რეალური შეთანხმებების მიღწევა არ სურს და იყენებს მათ როგორც გამართლებას საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლის მცდელობისთვის თბილისის გვერდის ავლით. სოხუმთან აღნიშნული შეთანხმება, ფაქტობრივად, შლის მოლაპარაკებათა პროცესს, რომელშიც თბილისის ერთადერთი მოთხოვნაა საბაჟო კონტროლის დაწესება ქართულ-რუსულ საზღვარზე ფსოუსა და როკის გვირაბის ადგილებში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3008.html
განათავსა - Drakula | 30 ივლ. 2011, 17:28 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: საქართველოს შსს: მედვედევის ნაბიჯები ადასტურებს მოსკოვის სურვილის უქონლობას, კონსტრუქტიული დიალოგი აწარმოოს საქართველოსთან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian