aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: ქართული რეფორმები მნიშვნელოვანი ბრენდია რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი ბრენდია რეგიონის ქვეყნებისთვის, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება „GHN“.



„საქართველოს განვითარების უკიდურესად საინტერესო ეტაპზეა. მიუხედავად მეზობელი ქვეყნის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არსებით განვითარებას მივაღწიეთ. პროგრესის თვალსაზრისით ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას აწარმოებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო #1 რეფორმატორი ქვეყანაა. ევროკავშირის გამოკვლევის თანახმად, ჩვენ ევროპის შემდეგ უსაფრთხოების მიხედვით მეორე ქვეყანა ვართ. ბუნებრივია, რომ ქართული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდია ამ რეგიონის ქვეყნებისთვის“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.


ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იგი დიდი აღტაცებით ადევნებს თვალს პოლონეთის განვითარებას.


„მინდა ვთქვა, რომ პოლონეთმა სხვა ევროპულ ქვეყნებზე უკეთ შეძლო მსოფლიო კრიზისის ატანა და ეს პოლონეთის ხელისუფლებების მიერ განხორციელებული რეფორმების პირველი შედეგი იყო. ჩვენ კი ამ რეფორმებს დიდი ყურადღებით შევისწავლით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება იმ ნაბიჯებით საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც პოლონეთმა ბოლო წლებსა და თვეებში გააკეთა, რაც პირადად პოლონეთის პრეზიდენტის ძალისხმევათა დამსახურებაა პოლონეთის პოზიციების განმტკიცებასა და ამაღლებაში. ძლიერი პოლონეთი - ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი წევრი - გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვთ“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2965.html
განათავსა - Drakula | 27 ივლ. 2011, 21:24 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: ქართული რეფორმები მნიშვნელოვანი ბრენდია რეგიონის ქვეყნებისთვის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian