aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: ილია II: შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან კეთილი დასაწყისია პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პოლიტიკური მოღვაწენი მოდიან და მიდიან, ერები და ეკლესიები კი რჩებიან და სასულიერო ლიდერებს შორის შეხვედრები კეთილი დასაწყისია პრობლემების გადაჭრისთვის გზების ძიების თვალსაზრისით, თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პატრიარქთან კირილესთან შეხვედრაზე, იუწყება “GHN“.



ილია II-მ გამოთქვა რწმენა იმისა, რომ „ხშირი კონტაქტები უნაყოფო არ იქნება“.


„მართლაც, პოლიტიკური მოღვაწენი მოდიან და მიდიან, ჩვენი ერები და ეკლესიები კი რჩებიან. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და ყველაფერი ვაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს ძმური, მეგობრული“, - თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, გადმოსცემს РИА Новости.


მან მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ქართული მართმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისათვის, ასევე კიევში - „წმინდა ქალაქში“ დაპატიჟებისთვის, რომელსაც იგი პირველად სტუმრობს.
„ვფიქრობ, მომავალში კიდევ შევხვდებით. ეს კეთილი დასაწყისია და, ვფიქრობ, გაგრძელება იქნება ძალიან კეთილი და ჩვენ ურთიერთგაგების არსში პრობლემების დაძლევის გზებს ვიპოვით“, - დაასკვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


რუსეთის ნათლობის დღის წინა დღეს, ოთხშაბათს, კიევში ვლადიმირის მთაზე ეკლესიების მეთაურები - მოსკოვისა და სრული რუსეთის პატრიარქი კირილე, საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და კიევისა და სრული უკრაინის მიტოპოლიტი ვლადიმირი - საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან.


ამას გარდა, ამავე დღეს კიევში რუსული მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება (ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამეჯერ უკრაინის დედაქალაქში).
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2963.html
განათავსა - Drakula | 27 ივლ. 2011, 21:22 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ილია II: შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან კეთილი დასაწყისია პრობლემების გადასაჭრელად" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 ივნისი 2024
  • English Georgian