aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოში ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
პირველად საქართველოში ექსპორტმა 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, როდესაც 2011 წლის პირველი ნახევრის შედეგებზე საუბრობდა.



მისი მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში იმპორტი 36%-ით, ხოლო ექსპორტი - 44%-ით გაიზარდა. უშუალოდ ივნისში ექსპორტი 60%-ით გაიხარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.


ამასთან ერთად, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები კვლავაც არიან ევროკავშირი, უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანი.


რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გილაურმა მათ შორის დაასახელა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი.


საექსპორტო პროდუქციებს შორის წამყვანი პოზიციები უკავია ავტომანქანების რეექსპორტს. ექსპორტის 23% სწორედ მათზე მოდის. საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში ასევე შედის ფეროშენადნობები, აზოტური სასუქები, ოქრო, ჯართი და გადამუშავებული არმატურა.


„ეკონომიკის მთავარ პრობლემას სწორედ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გილაურმა და იმედია გამოთქვა, რომ უარყოფითი ბალანსი თანდათანობით შემცირდება.


„ეს დიდ სამუშაოს მოითხოვს, განსაკუთებით, საექსპორტო ბაზარზე“, - აღნიშნა მთავრობის უფროსმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2953.html
განათავსა - Drakula | 26 ივლ. 2011, 19:33 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოში ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 ივნისი 2024
  • English Georgian