aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 ეკონომიკა: სააკაშვილი: ყაზახელმა ინვესტორებმა კურორტ ლიკანის განვითარებას თავი ვერ გაართვეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დროის განმავლობაში პირველად თქვა, რომ ყაზახელმა ინვესტორებმა, რომლებაც კურორტი ლიკანი იყიდეს, ვერ გაართვეს თავი საკუთარ ვალდებულებებს და კურორტის განვითარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.



ამასთან, სააკაშვილი არ აზუსტებს, ნიშნავს ეს თუ არა, რომ დაიწყებენ ახალი ინვესტორის ძიებას.


ყაზახური კომპანია „კაზმუნაი სერვის ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამანჟოლ კუსაინოვი „კომერსანტთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროექტის რეალიზაციას ხელშეწყობას გაუწევს, მაგრამ მისი თქმით პროექტიდან ყაზახური მხარე გამოსლას არ აპირებს და სამუშაოებს გეგმის თანახმად ასრულებს.


კუსაინოვმა აღნიშნა, რომ პროექტი მზადაა და ყაზახეთში უნდა დამტკიცდეს. შეკითხვაზე, როდის მიიღებს განახლებული ლიკანი პირველ დამსვენებლებს, მან აღნიშნა, რომ ეს რთული საკითხია და, სავარაუდოდ, კურორტი ფუნქციონირებას ორ წელიწადში დაიწყებს.


ბორჯომის ადმინისტრაციის უფროსი არჩილ მიქელაძე ადასტურებს, რომ ლიკანში ახალი არაფერი ხდება და აქ ყოველ თვეს სამუშაოთა დაწყებს ელოდებიან. მისი თქმით, მათ გაჭიანურებას არსებითი ზარალი მოაქვს რეგიონის ტურისტული პოტენციალისთვის.


საქართველოს მთავრობამ სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბორჯომი-ლიკანი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კაზმუნაი სერვისს“ 2006 წელს გადასცა. ყაზახები ლიკანისაგან საერთაშორისო მასშტაბის კურორტის გადაქცევას დაპირდნენ, მაგრამ დღემდე არანაირი სამუშაოები არ დაუწყიათ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2944.html
განათავსა - Drakula | 25 ივლ. 2011, 18:24 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: სააკაშვილი: ყაზახელმა ინვესტორებმა კურორტ ლიკანის განვითარებას თავი ვერ გაართვეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian