| ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესება გარკვეულ დროს მოითხოვს - სტეინბერგი | | ბიზნესი და ეკონომიკა | |
საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის გარკვეული დრო იქნება საჭირო. მოცემული განცხადების ავტორია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.როგორც დონალდ სტეინბერგმა აღნიშნა, „საქართველოში პროცესები ისე უნდა ვითარდებოდეს, რომ თითოეულმა მოქალაქემ სიტუაციის გაუმჯობესება იგრძნოს: იქნება ეს სამუშაო ადგილების შექმნა, თუ შემოსავლების ზრდა“. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვა და განათლება უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. სტეინბერგმა 14 მაისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აშშ-ის მთავრობის 40 მილიონიანი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი სახელწოდებით „ეკონომიკური აღორძინების ინიციატივა“ საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და ბიზნეს-სფეროში კონკურენციის ამაღლებას ითვალისწინებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2337.html
| |||
| განათავსა - Drakula | 14 მაისი 2011, 10:38 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.