საზოგადოება: საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებს 200 სამუშაო ადგილი გამოუყო | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ახლა უკვე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ საფრანგეთში გამგზავრებასა და დასაქმებას. ცხადია, პროფესიების სია შეზღუდულია, მაგრამ ისინი, ვისაც ეს აწყობს, შეძლებენ გამარტივებული წესით სამუშაო ფრანგული ვიზის მიღებას“, - განაცხადა მან. ამასთან, მან მაინც აღნიშნა, რომ პროფესიების სია საკმარისად ფართოა და იგი შეთანხმებულ იქნა ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ საქართველოსა და საფრანგეთის ინტერესთა გათვალისწინებით. ამასთან, საქართველო თავისი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხზე მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს. მოცემულ მომენტში მოლაპარაკებები ჩეხეთთან წარმოებს. თბილისში მიაჩნიათ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს. ცოტახნის წინ საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, თუმცა პარალელურად ხელმოწერილი იქნა შეთანხმება რეადმისიის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები დეპორტირებულნი უნდა იქნენ სამშობლოში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2262.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 მაისი 2011, 09:53 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.