| ეკონომიკა: მსოფლიოში უმსხვილესი ბირჟის ინდექსი ათწლეულის რეკორდამდე გაიზარდა | | ბიზნესი და ეკონომიკა | |
აშშ-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა Nasdaq-ის ინდექსი Nasdaq Compositeბოლო 10 წლის რეკორდულ დონეს მიაღწია.მსგავსი ნახტომის მიზეზი გახდა ამერიკული ხელისუფლებების გადაწყვეტილება, არ შეეცვალათ რეფინანსირების განაკვეთები, არამედ შეენარჩუნებინათ ისინი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედ მინიმალურ დონეზე. ამგვარად, აშშ-ის ფედერალური რეზერვი „ევროპის ცენტრალური ბანკის გზას გაუყვა“, რომელმაც აპრილის დასაწყისში პირველად სამი წლის განმავლობაში გაზარდა საბაზისო სააღრიცხვო განაკვეთი: 0.25 საპროცენტო პუნქტამდე, წლიურ 1.25%-მდე. სავაჭრო სესიის შედეგებით, ინდექსი Nasdaq Composite, რომელიც ბირჟაზე დარეგისტრირებული ყველა კომპანიის ღირებულების საფუძველზე გამოითვლება, 22 პუნქტით (0.78%) აიწია და 2.869.88 პუნქტის მაჩვენებელს მიაღწია, რაც 2000 წლის დეკემბრის შემდეგ რეკორდი გახდა. Nasdaq-ის ინდექსები აშშ-ის მაღალი ტექნოლოგიების ბაზრებზე არსებულ კონიუნქტურას ასახავენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2178.html
| |||
| განათავსა - Drakula | 29 აპრ. 2011, 17:21 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.