aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 საზოგადოება: საქართველოს ციხეებში მოქმედებას იწყებს ვიდეო-პაემნების სისტემა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ციხეებში მოქმედებას იწყებს ვიდეო-პაემნების სისტემა. ვიდეო-თვალის კომპიუტერული პროგრამის ტესტირება 26 აპრილს პრობაციის სააგენტოში ჩატარდა.



როგორც სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილემ გიორგი მაკასარაშვილმა განაცხადა, პირველი ვიდეო-პაემნის განხორციელება უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკა არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში დაყენდება, შემდეგ კი სისტება ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც დაინერგება.


სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ვიდეო-პაემნით თვეში სამჯერ. პაემანი ფასიანია და ერთი წუთი 1 ლარი ეღირება, ხოლო დრო ლიმიტირებულია - მაქსიმუმ 15 წუთი.


„ეს ჩვენი სამინისტროს კიდევ ერთი სიახლეა. მოცემული სისტემის დახმარებით პატიმარს შეეძლება კონტაქტი ჰქონდეს საზოგადოების ყველა წევრთან, იქნება ეს ოჯახის წევრი, ნათესავი თუ მეგობარი“, - აღნიშნა მაკასარაშვილმა.


იმისათვის, რომ პატიმარმა ვიდეო-პაემნით სარგებლობა შეძლოს, მან წერილობით უნდა მიმართოს პრობაციის ბიუროს, უკანასკნელი 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს და ზუსტ დროს დანიშნავს.


აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკვე მოასწრო მოცემული რეფორმის გადმოღება. მანდ 26 აპრილს ასევე შედგა შესაბამისი ტექნიკის აპრობაცია. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის სასჯელთაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი მაქსიმჩუკმა შეატყობინა, ასეთი ტერმინალები უკვე დაყენებულია გამოსასწორებელ დაწესებულებებში მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პერმში, ირკუტსკში, სამარაში, მოსკოვსა და კრასნოიარკში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2131.html
განათავსა - Drakula | 26 აპრ. 2011, 15:05 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: საქართველოს ციხეებში მოქმედებას იწყებს ვიდეო-პაემნების სისტემა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 10


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 12 ივნისი 2024
  • English Georgian