ეკონომიკა: იაპონიის მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის რეკორდული თანხა გამოიყო | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიის მთავრობამ მიმდინარე ფინანსური წლისთვის დამატებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. როგორც 22 აპრილს, პარასკევს, „კიოდომ“ განაცხადა, ბიუჯეტი ითვალისწინებს 4.02 ტრილიონი იენის (დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის) გამოყოფას მარტში მომხდარი მიწისძვრებისა და შემდგომი ავარიების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს მიწისძვრა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იაპონური ეკონომიკისათვის ყველაზე ზარალიანი მოვლენა გახდა. კერძოდ, 1995 წელს კუნძულ ჰონსიუზე მდებარე ქალაქ კობაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის 3.23 ტრილიონი იენი გამოიყო. იაპონიის ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო დაშავებული რეგიონის აღსადგენად საჭირო სახსრების მოპოვებას დამატებითი ფასიანი ქაღალდების გამოშვების გარეშე შეძლებს. 8.9 მაგნიტუდის მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიაგის პრეფექტურაში მოხდა. მიწისძვრის, ასევე მის მიერ გამოწვეული ცუნამის, შედეგად, დაახლოებით 14 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამას გარდა, აეს „ფუკუსიმა-1“-ზე მოხდა ავარია, რამაც რადიაციის გაჟონვა გამოიწვია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2111.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 აპრ. 2011, 08:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.