მეცნიერება-ტექნოლოგიები: რამდენი აბონენტი ჰყავს მსოფლიოში ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილეს ოპერატორს? | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოში ფიჭური კავშიგაბმულობის უმსხვილესი ოპერატორის - China Mobile-ის აბონენტთა ბაზამ 600 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ჩინური კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში China Mobile-ის აბონენტთა რიცხვი 16.8 მილიონი ადამიანით - 600.841 მილიონამდე გაიზარდა. როგორც BBC News აღნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა რიცხვის ზრდა ჩინეთის სასოფლო რაიონების ხარჯზე მოხდა. შედარებისათვის, ამერიკულ AT&T-ს, რომელიც გერმანული Deutsche Telekom-საგან T-Mobile US-ის შეძენის შემდეგ აშშ-ის მობილური კავშირგაბმულობის უმსხვილესი ოპერატორი გახდება, დაახლოებით 130 მილიონი აბონენტი ჰყავს. China Mobile-ში ასევე გამოაქვეყნეს 2011 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით საქმიანობის ფინანსური შედეგები. ამ პერიოდის კომპანიის საოპერაციო მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტთი გაიზარდა და 118.172 მილიარდ იუანს მიაღწია (18 მილიარდ დოლარზე მეტი). წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2110.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 აპრ. 2011, 08:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.