ეს საინტერესოა: 2011 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სია | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალ Time-მა 2011 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სია შეადგინა. სრული სია, რომელშიც, კერძოდ, ეგვიპტური რევოლუციის კოორდინატორი ვაელ გონიმი არის შესული, გამოცემის საიტზეა გამოქვეყნებული. Time-ის რეიტინგში აღმოჩნდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი მეუღლე მიშელ ობამა, ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და მომღერალი ჯასტინ ბიბერი. Time-ის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ამჟამად არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. Time-ის ასეულში ასევე მოხვდა ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლეისტერსი, რომელმაც „დიდი მუზარადის“ სერიის ორ უკანასკნელ ტურნირში გაიმარჯვა: US Open-ში (აშშ-ის ღია ჩემპიონატი) 2010 წელს და Australian Open-ში (ავსტრალიის ღია ჩემპიონატი) 2011 წელს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2108.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 აპრ. 2011, 08:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 5 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.