პოლიტიკა: დიმიტროვი:დემოკრატია-სილამაზის კონკურსი არაა | საქართველოს ამბები | ||
"დემოკრატია-სილამაზის კონკურსი არაა და მისი რაიმე სტანდარდებით შეფასება რთულია" - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა თავის მოხსენებაში, რომელიც OVG-ის სფეროში საქართველოს დემოკარტიის ხარისხს ეხებოდა. "დემოკრატია მუდვიმად უნდა ვითარდებოდეს, რომ სასურველი შედეგი იქნას მიღწეული. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თანამედროვე დემოკრატიით იამაყებს, არ ექნება გამოწვევები და წინააღმდეგობები. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საქართველო იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელმაც ბევრს მიაღწია ამ თვალსაზრისით" - გაანცხადა ევროკავშირის ელჩმა და ნაციონალური მოძრაობის "სლოგანი " - "გასაკეთებლი კიდევ ბევრია" გაიხსენა. "რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა მიაღწიოთ. მგონი, საქართველოში არსებობს ასეთი სლოგანი "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" და ეს სიმართლეა. არსებობს მომენტები, როდესაც ჩვენ აღელვებულები ვართ, მაგრამ დეტალების მოყოლას არ დავიწყებ. დარწმუნებული ვარ საქართველო ამ პრობლემებს გადალახავს. თუმცა, თქვენ ყოველთვის მზად და ყურადღებით უნდა იყოთ." განაცხადა დიმიტროვი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2107.html
| |||
განათავსა - consul | 21 აპრ. 2011, 19:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.