პოლიტიკა: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიის გამოწვევებში შეიტანენ | საქართველოს ამბები | ||
დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება და სამოქალაქო ინტეგრაცია შევა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის არა საფრთხეთა, არამედ გამოწვევათა ნაწილში, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარასელიამ არამსათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში ჩატარდა. მისი თქმით, დოკუმენტის შესავალ ნაწილში წერია, რომ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი არა ერთი უწყების მიერ, არამედ ფართო კონსენსუსის საფუძველზეა შემუშავებული. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური უმცირესობების მიერ დასახლებულ რაიონებში ეროვნული ენის ცოდნის აუცილებლობის საკითხზე. დოკუმენტში ასევე ასახულია ლტოლვილთა უფლებების დაცვის საკითხი, მაგრამ სამუშაო ჯგუფი ჯერჯერობით მის ფომულირებასთან დაკავშირებულ სამუშაოს აწარმოებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2102.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 აპრ. 2011, 12:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.